Search
ან
პიცა შეიძლება იყოს მსუბუქი

პიცა - ალბათ ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი კერძია. მისი უამრავი ვარიაციის და ინტერპრეტაციის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შეხვდეთ ყველანაირ პიცას, მათ შორის, ხილის პიცასაც. მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

300 გრ. ფქვილი
50 გრ. ზეთი
2 კვერცხი
100 გრ. რძე (ან კეფირი)

ყველი ედამი
4 ნაჭერი ანანასი
2 ვაშლი
1 ატამი
კენკრა გემოვნებით
10 გრ. პიტნა

მოვზილოთ ცომი - კვერცხი ათქვიფეთ, შეურიეთ რძე და ზეთი, გემოვნებით დაამატეთ მარილი და პილპილი. კიდევ ერთხელ ათქვიფეთ და ნელ-ნელა დაამატეთ ფქვილი. როდესაც მასა საკმარისად გასქელდება, ფქვილთან ერთად გადმოიტანეთ მაგიდის სუფთა ზედაპირზე და დაიწყეთ მოზელვა. დაამატეთ იმდენი ფქვილი, სანამ ცომი არ გახდება მშრალი. 
კარგი იქნება, თუ ცომს 2 საათით მაცივარში დააყოვნებთ და მერე კიდევ ერთხელ მოზელთ, თუმცა ეს აუცილებელი ნაბიჯი არ არის. ახლა გავაბრყელოთ და მოვათავსოთ სინზე. შედგით ღუმელში 270 გრადუსზე 5 წუთით. ცომი გამაგრდება და მიიღებს ფორმას, ახლა ზედ მოათავსეთ ყველი, თხლად დაჭრილი ვაშლი, ატამი და ანანასი. შედგით კიდევ 10 წუთით. 
მზა პიცას მოაყარეთ კენკრა და პიტნის ფოთლები. ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ სეზამის მარცვალი და დარიჩინი. 
გემრიელად მიირთვით.

თეგები

ექსპერტის რჩევები