ნიყვი, იგივე სოკოწითელა, ან კეისარის (ცეზარის) სოკო - არის ქუდიანი სოკო ფირფიტოსანთა ოჯახიდან. საშუალო ზომის ქუდის დიამეტრით, რომელიც იშვიათად აჭარბებს 15 სანტიმეტრს. მოწითალო-ნარინჯისფერი ფერის.
ძალიან მცირე ადგილებში თუ შეძლებთ შეხვდეთ ნიყვს - ჩრდილოეთ აფრიკა, სამხრეთი ევროპა, ცენტრალური ამერიკა და კავკასიის რეგიონი.შეიძლება ითქვას, რომ ბინადრობს იქ, სადაც არსებობს ღვინის კულტურა. საქართველოში შეგხვდებათ წიფლნარსა და მუხნარში, ძირითადად დასავლეთ საქართველოში. იკრიბება ზაფხულის და შემოდგომის დასაწყისში.
იჭმევა როგორც მოხრაკული, ასევე მოხარშულიც.
სოკომ "კეისარის" სახელი რომის იმპერატორებში პოპულარობის გამო შეიძინა.
ნიყვი ძალიან გემრიელი და პოპულარულია ევროპაშიც.
Amanita Caesarea