Search
ან
წითელი ცხარე ჩილის წიწაკა

ამ პატარა ნაყოფის სახელი ცნობილ ამერიკულ როკ-ბენდსაც კი ჰქვია. მართალია, თავდაპირველად ბენდს სულ სხვა სახელი ერქვა, მაგრამ მოდით ვისაუბროთ წიწაკაზე. 
დავიწყოთ იქიდან, რომ ის ცრუ-კენკრაა, საკვებად გამოიყენება 6000 წელზე მეტია, შემოტანილია ამერიკის კონტინენტიდან. ამჟამად წარმოება აღემატება 40 ტონას წელიწადში და მისი ყველაზე დიდი მწარმოებელი ჩინეთია, მეორე ადგილზე სიმბოლურად მექსიკაა. შეიცავს  A, B და დიდი ოდენობით C ვიტამინებს. 
გხვდება ტკბილი და ცხარე ჯიშები. სულ არსებობს დაახლოვებით 120-მდე ჯიში, მათ შორის არის ქართულიც - ქუთაისური. 
საქართველოში გამოიყენება აჯიკის და დაღერღილი წიწაკის მოსამზადებლად.
ლათინური დასახელება:
Capsicum

თეგები

ექსპერტის რჩევები