Search
ან
ბიფ სტროგანოვი

 

საქონოლის ხორცი ნაღებთან ერთად ატარებს პაველ სტროგანოვის სახელს, რომელიც ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ რაზმს ნაპოლეონის ომების დროს. ის იყო მდიდარი და გავლენიანი რუსული ოჯახიდან, ამიტომ მისთვის უცხო არ იყო საინტერესო და გემრიელი კერძების დაგემოვნება. დღემდე უცნობია, თუ რატომ დაერქვა ამ რეცეპტს მისი სახელი. ის ფლობდა ერთ-ერთ პატარა დუქანს ოდესაში, სადაც დიდი ვარაუდით თავის მომხარებლებს უმასპინძლდებოდა ამ კერძით. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად კი, კერძი სპეციალურად, მოხუცებული, უკბილო სტროგანოვისთვის იყო გამოგონილი.

 

მის მოსამზადებლად თქვენ დაგჭირდებათ:

400 გრ. - საქონლის ხორცი

2 - ხახვი

150-200 გრ. - არაჟანი

50 გრ. - კარაქი

50 გრ. - ზეთი

1 ს.კ. - ფქვილი

2 ს.კ. - პომიდვრის სოუსი

მწვანილი - ოხრახუში

 

ხორცი უნდა დავბეგოთ და დავჭრათ წვრილ ნაჭრებად. შევწვათ კარაქიან ტაფაზე.

ხახვი შევწვათ ცალკე და დავამატოთ არაჟანი, ტომატის სოუსი და ფქვილი. კარგად მოვურიოთ სანამ მასა არ გახდება ერთგვაროვანი.

შევურიოთ ერთმანეთს ხორცი და სოუსი და სულ ბოლოს დავამატოთ მწვანილი.

 

რეკომენდირებულია გარნირთან ერთად.

თეგები

ექსპერტის რჩევები