Search
Or
მარტივი იდეა ლანჩისთვის - ბოსტნეულის რაგუ

სასარგებლო, მარტივი და გემრიელი სადილი, რომელსაც მარტივად თან გაიყოლებთ სამსახურში. თუ გიყვართ ბოსტნეული და აჯაფსანდალი, მაშინ ეს კერძი თქვენთვის ყოფილა. ვიტამინებით მდიდარი და სასარგებლო ბოსტნეულის რაგუ, რომელსაც სულ ცოტა დრო უნდა მოსამზადებლად. თქვენ დაგჭირდებათ: 

1/2 ყაბაყი
1/2 ბადრიჯანი
1 სტაფილო
2 პომიდორი
2 ბულგარული წიწაკა
1 მწვანე წიწაკა 
5 გრ. დარიჩინი
15 გრ. სეზამის მარცვალი
სურვილის შემთხვევაში - ხახვი, ნიორი, მოხარშული სიმინდი.

ბოსტნეული გარეცხეთ, ბადრიჯანი, სტაფილო და პომიდორი გაფცქვენით. ყველაფერი დაჭერით თქვენთვის სასურველ საშუალო ზომის ნაჭრებად. გააცხელეთ ტაფა წინასწარ და მოთუშეთ ბოსტნეული 10 წუთის განმავლობაში მაღალ ცეცხლზე, თან მოურიეთ, რომ არ მიიწვას. სურვილის შემთხვევაში დაამატეთ ნიორი და ხახვი. მოაყარეთ დარიჩინი და სეზამი, მარილი და პილპილი გემოვნებით. 

მიირთვით გემრიელად.
 

Expret Advices