წარმოიდგინეთ ბოინგის უზარმაზარი თვითფრინავი, რომლის სამგზავრო სკამებზეც განთავსებულია ჯამში 9 000 კილოგრამი კარტოფილი.
დიახ, ეს ნამდვილად მოხდა, როდესაც 2012 წელს ბოინგის უსაფრთხოების განყოფილება ატარებდა ექსპერიმენტებს ინტერნეტ სიგნალის უსაფრთხო სიხშირის დასადგენად.
კვლევის ჩასატარებლად თვითფრინავი უნდა ყოფილიყო მგზავრებით დატვირთული, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოუწყენლად, სკამებში ზედიზედ რამდენიმე საათი არავინ გაჩერდებოდა, მოიფიქრეს მგზავრების მაგივრად კარტოფილის განთავსება სკამებზე.
კარტოფილი აღიქვავს ინტერნეტ სიგნალს ისევე, როგორც ადამიანის სხეული, ამბობენ ბრიტანელი მეცნიერები, კარტოფილი შთანთქავს და ირეკლავს ინტერნეტ სიგნალს თითქმის იგივე დოზებით, რაც ადამიანის ორგანიზმი.
ბრიტანეთის კარტოფილის ასოციაციამ განაცხადა, რომ კარტოფილის გამოყენება შესაძლებელია სხვა მრავალ, საინტერესო სამეცნიერო დანიშნულებებშიც.