ეს იყო 1800 წლის შუა ივნისი. ნაპოლეონს მოუწია ბრძოლა ავსტრიელებთან, პატარა ქალაქ - მარენგოს მიმდებარედ. რა თქმა უნდა ლეგენდალური მთავარსარდალი გამარჯვებული დარჩა, მაგრამ ბრძოლის შემდეგ ძალიან მოშივდა. მან დაავალა თავის მზარეულს, რამე გემრიელი მოემზადებინა. მზარეულმა ხელად მოიარა მარენგოს მიდამოები და მოიძია - ქათამი, პომიდორი, ზეთის ხილი, კვერცხი, მწვანილეული და უმალვე დაიწყო მზადება. ამ რეცეპტის მიხედვით მომზადებულ ქათამს ეწოდება მარენგოს ქათამი.
ნაპოლეონის მზარეულს დასჭირდა:
1 ქათამი
2 ს.კ. კარაქი
200 გრ. სოკო
100 გრ. ხახვი
50 გრ. ზეთის ხილი
მწვანილეული გემოვნებით (ჩვენს შემთხვევაში ავიღეთ 20 გრ. ოხრახუში და 20 გრ. ქინძი)
დაფნის ფოთოლი
10 გრ. ნიორი
1 ჭიქა ღვინო
300 გრ. პომიდორი.
ქათამი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, შეაზილეთ მარილი და პილპილი გემოვნებით. შეწვით ქათამი კარაქში, ხოლო შემდეგ ზედმეტი ცხიმი გადაღვარეთ. დაამატეთ თხლად დაჭრილი სოკო, ხახვი, ნიორი, ზეთის ხილი და დაფნის ფოთოლი და მოთუშეთ 5 წუთის განმავლობაში. 1 ჭიქა ღვინო დაგეხმარებათ იმისთვის, რომ ქათამი არ მიეკრას ტაფის ძირს. ღვინის ნაწილობრივ აორთქლებისთანავე დაამატეთ კანგაცლილი პომიდორი და მოურიეთ იქამდე, სანამ პომიდორი არ დაიშლება. სულ რაღაც 10 წუთში კერძი მზად არის.
მოაყარეთ მწვანილი და მიირთვით გარნირთან ერთად.
ასე გემრიელად დასრულდა ნაპოლეონის ერთ-ერთი ბრძოლის დღე.