Search
Or
ცივი ჩაი

შესანიშნავი ალტერნატივა ჩაის მოყვარულებისთვის. ამბობენ, რომ ცხელი ჩაი პირიქით, აგრილებს ორგანიზმს, თუმცა ზოგჯერ გვსურს გამაგრილებელი სასმელის მირთმევაც. რა შეიძლება იყოს ცივ ჩაიზე უკეთესი ? 

თქვენ დაგჭირდებათ: 

30 გრ. - შავი ჩაი
1 ლიმონი
30 გრ. - პიტნა
5 ჩ.კ - თაფლი (ან ყავისფერი შაქარი) 
ყინული

დავაყენოთ ჩაი - დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ 15 წუთის განმავლობაში. პიტნის ფოთლები დავაქუცმაცოთ და ასევე დავასხათ ცხელი წყალი (70 გრადუსი). გავწუროთ ლიმონი. 

ჩაი და პიტნა გადავწუროთ, მიღებული სითხეები ავურიოთ ერთმანეთში და დავამატოთ ლიმონის წვენი და თაფლიც. 
დავაცადოთ გაგრილება და დავამატოთ 2 ჭიქა ცივი წყალი და ყინული.

მიირთვით გემრიელად! 
 

Expret Advices