Search
ან
ნესვი

ნესვი - ბალახოვანი მცენარეა, გოგრისებრთა ოჯახიდან. აქვს მომრგვალო ღერო და მსხვილი ფოთოლი. მისი ნაყოფი გამოირჩევა უხვი სითხის შემცველობით, უნიკალური არომატით და გემოთი. ნესვის სამშობლოა შუა და მცირე აზია. ცნობილია შემდეგი სახეობები - გველისმაგვარი, დეკორატიული და ჩინური. ყველაზე გავრცელებულია ჩვეულებრივი, ანუ სუფსის ნესვი. 
ნესვი ხარობს სითბოში, უძლევს გვალვას.
ნესვის ნაყოფი შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს (16-18%), თუმცა მაინც ითვლება დიეტურ პროდუქტად. შეიცავს დიდი ოდენობით C ვიტამინს, კაროტინს, პექტინოვან ნივთიერებას და მინერალურ მარილებს. მიირთმევა შეიძლება, როგორც ნედლის, ასევე გამხმარის. 
ნესვისგან მზადდება მურაბა, ცუკატი, მარმელადი და ბევრი სხვა გემოს დანამატი. 
საქართველოში გამოყვანილია შემდეგი სახეობები: მეგრული, მუხიანური, "მშვენება" და "კოლხოზნიცა".

ლათინური სახელწოდება: Cucumis

თეგები

ექსპერტის რჩევები