Search
ან
კენკრის სმუზი

ზაფხულის დასაწყისი ბევრისთვის კენკროვანის გემოსთან ასოცირდება, მალინა, მოცხარი, მოცვი, მარწყვი და უფრო მეტი - რამხელა არჩევანია ჩვენს წინაშე.
დაიწყეთ დილა საზაფხულო განწყობით და მიირთვით უგემრიელესი კენკრის სმუზი, მოსამზადებლად კი დაგჭირდებათ: 

1 ჭიქა კენკრა - გემოვნებით
1 ბანანი
200 მლ. იოგურტი
1/4 ჭიქა ფორთოხლის წვენი
1 ჩ.კ. თაფლი
სულ ცოტა ვანილი

მოათავსეთ ბლენდერში ყველა ინგრიდიენტი და ათქვიფეთ. 
ფორთოხლის წვენი უმჯობესია ფორთოხლის ფრეშით ჩაანაცვლოთ, ამისთვის მხოლოდ 1 ფორთოხლის გაწურვა დაგჭირდებათ.

მიირთვით გემრიელად. 

ექსპერტის რჩევები