ჭარიკი - ეწოდებოდა საწყაო ჭურჭელს ძველ საქართველოში. მზადდებოდა თიხისგან. იყო ფართოყელიანი ფორმის, დოქის მაგგვარი. გამოიყენებოდა წყლისა და ღვინისთვის, როგორც გადასაზიდად, ასევე შესანახად.. სულხან საბა ორბელიანის თანახმად, ჭარიკი ზომით დორას ფარდი იყო. შემორჩენილია გურიასა და აჭარაში.