გაზაფხულის ბოლო თვე დადგა და ერთი შეხედვით ამინდი საბოლოოდ გამოსწორებულია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩაცმულობის თამამად შეცვლით, მაისის თბილ საღამოების დროს, ჩვენ მაინც გაციების საფრთხეში ვართ. მაისში ბუნება უკვე იმდენად გამოღვიძებულია, რომ ნატურალური პროდუქტების მოხმარების შემთხვევაში გვაქვს იმუნიტეტის გაძლიერების ყველაზე მეტი შესაძლებლობა:
1. მაისის თაფლი. ყველაზე გემრიელი, მსუბუქი და ტკბილი, რომელშიც კონცეტრირებულია სასარგებლო ნივთერებების მაქსიმალური რაოდენობა. ეს გამოწვეულია იმით, რომ ფუთქრები მაისის თაფლს სხვადასხვა ყვავილის ნექტარის მეშვეობით ამზადებენ.
2. რძე. ახალი ბალახით გადამწვანებული მინდვრები - იდეალური საძოვრებია მსხვილფეხა საქონელისთვის, შესაბამისად, მათი რძეც ბევრად უფრო სასარგებლო და მდიდარია ცილით, კალციუმით და სხვა ბევრი სასარგებლო ელემენტით.
3. მწვანილეული. მწვანე ხახვი, ისპანახი, ჭინჭარი და ბევრი სხვა. ამ მწვანილებს ყველაზე მეტი მინერალი და ელემენტი აქვს აღებული გამოზამთრული, დასვენებული მიწისგან და ნაზი მზის შუქზე კონცეტრირებული, შეგროვებულია მწვანილში, რომელიც ჩვენ ასე ძალიან გვიყვარს.