Search
Or
მარტივი იდეა ლანჩისთვის - ყველის სენდვიჩი

ყველას გვიყვარს გემრიელი სადილი, მითუმეტეს როცა ცხელია (ან თბილი მაინც). 
სადილის დროს კი უმეტესობა სამსახურში ვატარებთ, ამიტომ მას ვეძახით ლანჩს. ზოგჯერ კი, ცოტა დრო გვაქვს იმისთვის, რომ ლანჩი გემრიელად მივირთვათ და მითუმეტეს ცხელ მდგომარეობაში. 

გთავაზობთ ორიგინალურ იდეას - ცხელი ყველის სენდვიჩი ლანჩზე ! 
ამისთვის თქვენ დაგჭირდებათ: 

1 - რკინის თერმოსი
10 - წუთი სახლიდან გასვლამდე
2 - ნაჭერი ტოსტის პური
1 - ნაჭერი ყველი (სულგუნი იდეალური ვარიანტია)
25 გრ. - კარაქი
მარილი და სუნელები - გემოვნებით.

დაადგით წყალი ასადუღებლად, მანამდე კი დაადნეთ კარაქი ნელ ცეცხლზე. მოათავსეთ ყველი ტოსტის პურებს შორის და დაამატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით. შეწვით სენდვიჩი ტაფაზე იქამდე, სანამ ქერქი არ მოიბრაწება და ყველი მთლიანად არ დადნება.
ამასობაში, ჩაასხით ცხელი წყალი თერმოსში. 
როცა სენდვიჩი მზად იქნება, თერმოსიდან წყალი გადააქციეთ და კარგად გაამშრალეთ. სენდვიჩი მოათავსეთ შიგნით და დააფარეთ თერმოსს ხუფი. 

ლანჩამდე თქვენი სენდვიჩი ისევ თბილი იქნება, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად გაატაროთ სამუშაო დღე, თქვენ გელოდებათ უგემრიელესი ცხელი ლანჩი. 

Expret Advices