Search
ან
გამოიყენეთ ლიმონი

ასკორბინის მჟავის (C ვიტამინი) გარდა ლიმონი შეიცავს A, B, E, P ვიტამინებსაც. მისი შემადგენლობა საკმაოდ მდიდარია და გამოყენების ხერხებიც მრავალფეროვანია. თქვენ როგორ იყენებთ ლიმონს ?
გთავაზობთ რამდენიმე მაგალითს, რჩევის სახით:
1) სუნელი ლიმონის ცედრისგან. შესანიშნავი სუნელი, რომელიც მოუხდება ძალიან ბევრ კერძს. მიაქციეთ ყურადღება ლიმონის ცედრის შენახვის ვადებს. მისი შენახვა უმჯობესია მაცივარში და მოკლე დროით.

2) ცუკატი. მოხარშეთ ლიმონის ქერქი შაქრის სიროფთან ერთად, გააშრეთ და თქვენ მიიღებთ შესანიშნავ დესერტს.

3) ლიმნის შაქარი. გახეხილი ლიმნის ცედრა კარგად შეაზავეთ შაქარში და გააშრეთ. ამის შედეგად თქვენ ყოველთვის გექნებათ ლიმონის ჩაი, თუ რა თქმა უნდა შაქარს მოიხმართ ჩაისთან ერთად.

4) დაჭრილი ვაშლი, ბანანი და სხვა მრავალი ხილი მალე კარგავენ თავის ვიზუალს. შეასხურეთ მათ ოდნავი ლიმონის მჟავა, რაც დაგეხმარებათ უფრო მეტ ხანს შეუნარჩუნოთ დაჭრილ ხილს თავისი ფერი.

5) გჭირდებათ ბუნებრივი ანტიბაქტერიული საწმენდი საშუალება ? მაშინ ლიმონის ქერქს დაასხით ძმარი და დატოვეთ 2 კვირით ქილაში. მიღებული ნაყენი გახსენით წყალში 50/50-ზე და ბუნებრივი საწმენდი საშუალება მზად არის.

6) ზაფხულია და გაწუხებენ სხვადასხვა მწერები ? მწერებს, მათ შორის ჭიანჭველებს არ უყვართ ლიმონის სუნი. ლიმონის მჟავა შეგიძლიათ სეასხუროთ ისეთ ადგილებში, სადაც მწერები არიან მომრავლებულები. ისინი აუცილებლად დაგანებებენ თავს.

7) მაცივარში ცუდი სუნის შემთხვევაში დატოვეთ შიგნით დაჭრილი ლიმონი 1-2 დღით. ის შეიწოვს ყველა უცხო სუნს და დატოვებს მხოლოდ ლიმონის მსუბუქ არომატს.

8) თუ ჩაიდანს ნადები გაუჩნდა შეგიძლიათ მასში ლიმონის მჟავა წამოადუღოთ. ამ პროცედურის რამდენიმეჯერ გამეორების შედეგად თქვენი ჩაიდანი სრულად გასუფთავდება და დაიბრუნებს თავის ბზინვარებას.


 

თეგები

ექსპერტის რჩევები