Search
Or
როგორ შევინახოთ ყველი

იშვიათია, რომ ადამიანს ყველი არ უყვარდეს. კარგია, როცა ახალ ყველს მივირთმევთ, ამიტომ უნდა ვიცოდეთ, თუ როგორ შევინახოთ ყველი.
ყველს სჭირდება დაბალი ტემპერატურა, მაღალი ტენიანობა და კარგი ვენტილაცია.
მაცივარი ოპტიმალური ადგილია შენახვისთვის, შეეცადეთ რომ ყველი ცალკე იყოს მოთავსებული, მოშორებით სხვა პროდუქტებისგან. არ შეინახოთ მაცივრის კარებში ან ყველაზე მაღალ თაროზე, რადგან მაგ ადგილებზე ყველაზე ნაკლები ტენიანობაა.
არასდროს არ შეინახოთ ყველი ქაღალდში, რადგან ის სწრაფად გაშრება.
საყინულეში ყველის შენახვა აკრძალულია, ზოგიერთი რბილი ყველის გამოკლების გარდა. ამ დროს ყველს უფუჭდება გემო, კონსისტენცია და იკარგება მისი სასარგებლო თვისებები.
განაყინი ყველის მოხმარება მხოლოდ კულინარიული მიზნებისთვის ივარგებს, პირდაპირ საჭმელად აღარ გამოიყენება.
თუ ყველი სახლშია დამზადებული და რბილი სახეობისაა, მაშინ გაყინვა ნებადართულია.

როგორც წესი, სახლის პირობებში დამზადებული ყველის შენახვა შეიძლება 3-4 დღის განმავლობაში შუშის ჭურჭელში და არავითარ შემთხვევაში ცელოფანში.

ასევე, აღსანიშნავია, რომ ყველის მთლიანი თავი უკეთესად ინახება, ვიდრე დაჭრილი და დაქუცმაცებული.

 

Expret Advices