გამაგრილებელი ლიმონათი, დამზადებული გრეიფრუტის, ლომინის, პიტნის და თაფლისგან მოგცემთ უსაზღვრო ენერგიას, აგავსებთ ვიტამინებით და გააძლიერებს თქვენს იმუნიტეტს.
ამ სასმელის მომზადება თქვენ შეგიძლიათ წლის ნებისმიერ სეზონზე.
თქვენ დაგჭირდებათ სულ რაღაც 10 წუთი და:
2 - გრეიფრუტი
500 - გაზიანი წყალი
3-4 სუფრის კოვზი თაფლი
50 გრ. - პიტნა
1 - დაჭრილი ლიმონი
გაწურეთ გრეიფრუტი პატარა ზომის დოქში, დაამატეთ პიტნის დაჭრილი ფოთლები და თაფლი. კარგად აურიეთ და დააყოვნეთ 5 წუთით.
სულ ბოლოს დაამატეთ გაზიანი წყალი, ყინული გემოვნებით და დაჭრილი ლიმონი.
გემრიელად მიირთვით!
ლიმონათის დაყოვნების შემთხვევაში ის უფრო გაგემრიელდება.