Search
ან
აპრილის საკვები

აპრილი გაზაფხულის მეორე თვე, ჩვენი ორგანიზმი, ბუნებასთან ერთად, გამოდის ზამთრის ძილიდან. უკვე შეგვიძლია სრულფასოვნად შევიგრძნოთ ენერგიის და სიხალისი მოზღვავება. თუმცა მაინც საჭიროა სიფრთხილე, რადგან რჩება გაციების და ვირუსის აკიდების რისკი, ამასთან ერთად ზამთრის შემდეგ ბევრის ორგანიზმი ავიტამინოზს განიცდის. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ იმუნიტეტის გაძლიერებას, ვიტამინების მოგროვებას და საგაზაფხულო განწყობის შექმნას.

მწვანილები - ოხრახუშით და ქინძით დაწყებული, ისპანახით დამთავრებული რეკომენდირებულია ყველანაირი მწვანილის მიღება, მათში მიკრო და მაკრო ელემენტების უხვი შემცველობის გამო. რკინა, ფოსფორი, მანგანუმი, კალიუმი, კალციუმი და მრავალი სხვა ნივთერება პირდაპირ აისახება ჩვენი იმუნიტეტის „მშენებლობაზე“.

თევზეული - A და E ვიტამინების მთავარი წყარო. აუცილებელი არ არის ყველაზე ძვირიანი თევზის შეძენა, სკუმბრია, ჰეკი და სხვა - ესეც საკმარისია იმისთვის, რომ მივიღოთ ვიტამინების და სასარგებლო ნივთიერებების საკმარისი რაოდენობა.  აუცილებელია თევზი შევიტანოთ ჩვენი კვების რაციონში.

გარგრის და ქლიავის ჩირი, ვაშლი და თხილი - ეს რამდენიმე პროდუქტი ჯერ კიდევ შემოდგომიდან შეიძლება იყოს შემონახული ჩვენს საცავებში. აპრილი ზუსტად ის თვეა, როდესაც ამ მარაგების ამოწურვა უკვე ბოლომდე შეგვიძლია. შემოდგომიდან გადმოყოლილი ვიტამინები და მინერალები ახლა გვჭირდება ორგანიზმის მხარდასაჭერად.

იკვებეთ ჯანმრთელად და დატკბით გაზაფხულით.

ექსპერტის რჩევები