ყველამ ვიცით, თუ რამხელა სარგებელი მოაქვს ადამიანის ორგანიზმისთვის ახალ მწვანილს. მისი მიღება რეკომენდირებულია ყოველ დღე, მთელი დღის განმავლობაში. თუმცა, როგორც მომხმარებლები, ვაწყდებით ერთ პრაქტიკულ უსიამოვნებას - ბევრი მწვანილის შეძენის შემთხვევაში მას დროზე ვერ მოვიხმართ, მწვანილი ფუჭდება და კარგავს თავის სასარგებლო თვისებებს.
გთავაზობთ რამდენიმე მარტივ მეთოდს, თუ როგორ შევინახოთ მწვანილი:
ვასუფთავებთ მწვანილს, ვაჭრით ფესვებს, ვრეცხავთ ცივ წყალში და ვაშრობთ. ვინახავთ შუშის ქილაში. თუ ბაქტერიების და ჰაერის შეშვებას გამოვრიცხავთ, მწვანილმა შეიძლება 2-3 კვირამდე გაძლოს.
პოლიეთილენის პარკით შენახვის შემთხვევაში, მწვანილს სჭირდება გასუფთავება, მაგრამ გარეცხვა რეკომენდირებული არ არის. მოათავსეთ მწვანილი პარკში ისე, რომ შეიქმნას ჰაერის კამერა (ბუშტი). ასეთი ხერხით მწვანილის შენახვა შეიძლება 1 კვირამდე.
შეგიძლიათ მოიხმაროთ მყარი ქაღალდი, რომელიც არ იშლება სისველეზე (არ გამოყენოთ ჟურნალ-გაზეთები, ვინაიდან საბეჭდი საღებავი მომწამვლელია ორგანიზმისთვის). დანამეთ ქაღალდი და ზედ მოათავსეთ გასუფთავებული მწვანილი. გაახვიეთ და შეინახეთ პოლიეთილენის პარკში. ასეთი ხერხით მწვანილმა შესაძლებელია 10 დღემდეც კი გაძლოს.