Search
Or
მარტივი იდეა ლანჩისთვის - ესპანური ტორტია

გინდათ დაპატიჟოთ და გაახაროთ თქვენი თანამშრომლები და მეგობრები ? 
მოამზადეთ ორიგინალური ლანჩი, რომელიც ყველას ეყოფა! 
გთავაზობთ ესპანური ტორტიას მარტივ რეცეპტს, რომლისთვისაც თქვენ დაგჭირდებათ:
3 კარტოფილი
2 კვერცხი
1/2 თავი ხახვი
1 მწვანე წიწაკა
კამა, ქინძი, ოხრახუში - გემოვნებით
ზეითუნის ზეთი
მარილი და პილპილი - გემოვნებით.

ზეითუნის ზეთზე შეწვით მრგვალად დაჭრილი კარტოფილი და ტაფაშივე მსუბუქად ჩაჭყლიტეთ ჩანგლით. დაამატეთ წვრილად დაჭრილი წიწაკა და ხახვი. კიდევ გააჩარეთ ცეცხლზე 5-7 წუთის განმავლობაში. 
ცალკე ათქვიფეთ კვერცხი მწვანილთან ერთად და დაამატეთ მარილი. მიღებული მასა დაასხით კარტოფილს. ტაფას დააფარეთ თავსახური და მოამზადეთ იქამდე, სანამ ტორტია არ მიიღებს მოოქროსფრო შეფერილობას. 
გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაამატოთ - ბეკონი, ქათმის ხორცი, ტომატი და ნებისმიერი სხვა ბოსტნეული. 

გემრიელად მიირთვით და არ დაგავიწყდეთ გაუზიაროთ თანამშრომლებს!  

 

Expret Advices