გობი — დიდი ზომის ამოთლილი ან შეკრული ხის ჭურჭელი, იხმარება უმთავრესად ცომის მოსაზელად, სანოვაგის დასაწყობად და სხვა. გობს აკეთებენ „უწვნო“, „სუფთა“ ხეებისაგან (ცაცხვი, თელა). ასეთი გობი ხმარებისას არ სკდება და არც გემოს აძლევს საჭმელს. გობების წარმოება ფართოდ იყო გავრცელებული ქართლსა და იმერეთ-სამეგრელოში. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში დაცულია სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების გობების მდიდარი კოლექცია.