იცით თუ არა, რომ...
ბანანი - კენკრაა. ბანანის მცენარე - უმსხვილესი მცენარეა, რომელსაც არ აქვს მყარი ღერო. მისი ბალახის ფოთოლი ზოგჯერ 10 მეტრის სიმაღლეს აღწევს და 40 სანტიმეტრს დიამეტრში. ასეთ პალმის მაგგვარ ღერზე, როგორც წესი, მოსხმულია 300-მდე ნაყოფი, საერთო წონით 500 კგ.-მდე. ბანანი თითქმის 1.5 ჯერ უფრო ნოყიერია ვიდრე კარტოფილი, ხოლო გამხმარ ბანანში 5-ჯერ უფრო მეტი კალორიაა ვიდრე ნედლში. ერთი ბანანი შეიცავს დაახლოვებით 300 მგ. კალიუმს, რომელიც ეხმარება ორგანიზმს მაღალ წნევასთან ბრძოლაში და აძლიერებს გულის კუნთს. კალიუმის დღიური დოზა საშუალო ადამიანისთვის არის - 3-4 გრამამდე. თუ სხვა საკვებიდან კალიუმს არ იღებთ, შეგიძლიათ დღეში 10 ბანანის ფარგლებში მიირთვათ.