Search
Or
ერნესტ ჰემინგუეის საყვარელი კერძი

ერნესტ ჰემინგუეი - ბევრისთვის საყვარელი მწერალი, ჟურნალისტი და უბრალოდ საინტერესო ადამიანი.
მისი მთავარი გატაცება იყო მოგზაურობა, და რა თქმა უნდა, მოგზაურობა წარმოუდგენელია კულინარიის გარეშე.
მას არაერთხელ აუღწერია, თუ როგორ უნდა მოამზადოთ ახლად დაჭერილი თევზი.
კარიბის ზღვისპირეთში ცხოვრების დროს ჰემინგუეს საყვარელი კერძები ზღვის პროდუქტებს უკავშირდებოდა.
გთავაზობთ კრევეტების მომზადების რეცეპტს:

500 გრ. - კრევეტები
½ - ანანსი
3 ს.კ - თაფლი
1 ს.კ. - ზეითუნის ზეთი
1 ს.კ - ძმარი
ლიმონი
1 ჩ.კ - ორეგანო

თაფლს, ზეთს, ძმარს, ლიმნის წვენს და ორეგანოს ვათავსებთ ჯამში და ერთმანეთში ვაზავებთ. მიღებულ მარინადში ვაწყობთ გალბობილ კრევეტებს და კუბებად დაჭრილ ანანასს. ვაჩერებთ ნახევარი საათის განმავლობაში, პერიოდულად ვურევთ.
ავაგოთ ხის შამფურებზე და დავაწყოთ წინასაწრ გაცხელებულ ტაფაზე.
შევწვათ ყველა მხრიდან თანაბრად, ნელ ცეცლზე.

მიირთვით მოჰიტოსთან ერთად, როგორც ჰემინგუეის ყოველთვის უყვარდა.

Expret Advices