Search
ან
ორაკულის ორცხობილები

შვრიის ორცხობილის რეცეპტი, ქოქოსის ფანტელით და თაფლით.

ყველას გახსოვთ ორაკული, კეთილი ბებო, რომელიც ამზადებს ორცხობილებს და ასინჯებს ნეოს.
ის მხოლოდ პროგრამაა. ისევე როგორც ორცხობილები. როგორც ყველაფერი გარშემო.
ორაკული, ორცხობილა და მატრიცა - ამით ყველაფერი ნათქვამია.

125 გრ. ფქვილი
125 გრ. შაქარი 
125 გრ. კარაქი
125 გრ. შვრიის ფანტელი
125 გრ. ქოქოსის ფანტელი
1/2 ჩაის კოვზი - საფუარი
1 სუფრის კოვზი თაფლი

ერთმანეთში აურიეთ ყველა ინგრედიენტი. წარმოიდგინეთ რომ კოვზი არ არსებობს და მოურიეთ ხელით. 
პროგრამულად გამოთვალეთ თუ რა ფორმას მისცემთ ორცხობილებს და დააწყეთ გამოსაცხობ ჭურჭელზე. 
გამოაცხვეთ  20 წუთის განმავლობაში 200 გრადუსზე. 

გააგრილეთ და იგრძენით თავი ნამდვილ რჩეულად!
 

 

ექსპერტის რჩევები