რუკოლა - მცენარის გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახიდან. ეს ჯანმრთელობისთვის სასარგებლო მცენარე შეგიძლიათ შეიძინოთ სუპერმარკეტებში, ან სულაც დათესოთ ქოთანში და მოიყვანოთ სახლის პირობებში.
ძირითადად გამოიყენება რუკოლას ფოთლები.
მისი შემადგენლობა ხსნის იმას, თუ რატომ არის რუკოლა ასეთი სასარგებლო - რკინა, მანგანუმი, თუთია, კალიუმი, მაგნიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი A, B, C, E, K - ვიტამინები, იოდი.
რუკოლას შეუძლია მოგცეთ ენერგია, აამაღლოს შრომისუნარიანობა, აღადგინოს წყლის ბალნსი ორგანიზმში.
სასარგებლოა თმისთვის, განსაკუთრებით გამოყენება მისი ზეთი თმის, ფრჩხილების გასამაგრებლად.
რუკოლა ძალიან უხდება ქათმის ხორცის კერძებს.
მისი მომწარო და მომჟავო გემო ნებისმიერ სალათს უფრო გემრიელს გახდის.