Search
Or
ახალი კარტოფილი ღუმელში

გაზაფხულთან ერთად ახალი კარტოფილიც მოგვიახლოვდა. მასში დაგროვილია უფრო მეტი სასარგებლო ნივთიერება, ვიდრე ჩვეულებრივ კარტოფილში. ახალი კარტოფილი შეიძლება  მოხრაკოდ ან მოხარშოთ, თუმცა, ამჯერად, ჩვენ გთავაზობთ მის გამოცხობას ღუმელში.
თქვენ დაგჭირდებათ:
700 გრ. ახალი კარტოფილი
3 სუფრის კოვზი მზესუმზირის ზეთი
მარილი/წიწაკა - გემოვნებით
2 კბილი ნიორი
½ ჩაის კოვზი ხმელი კამა
სანელებლები (როზმარინი, ბეგქონდარა).

ვრეცხავთ კარტოფილს და არ ვფქცვნით. ვჭრით მსხვილ ნაჭრებად და ვათავსებთ გამოსაცხობ ჭურჭელში. ვამატებთ ზეთს, მარილს, წიწაკას, გახეხილ ნიორს, კამას და სანელბლებს გემოვნებით. კარგად მოვურიოთ და შევდგათ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში.
გამოვაცხოთ 200 გრადსუზე 30-40 წუთის განმავლობაში.

მიირთვით და შეიქმენით საგაზაფხულო განწყობა!

 

Expret Advices