თუ გსურთ საგაზაფხულო დღესასწაულების მოახლოებას რაიმე განსხვავებულით შეხვდეთ და გააკვირვოთ გარშემომყოფები, მოამზადეთ შამპანური სახლის პირობებში.
თქვენ დაგჭირდებათ:
1 ლიტრი - თეთრი მშრალი ღვინო
150 გრ. - თაფლი
150 გრ, - შაქარი
2 - დაფნის ფოთოლი
5 გრ. ვანილის ფხვნილი
5 გრ. - დარიჩინი
5 გრ. - მიხაკი
5 გრ. - კარდამონი
5 გრ. - ჯანჯაფილი
5 გრ. - მუსკატის კაკალი
მოვადუღოთ ღვინო, დავამატოთ სანელებლები, თაფლი, შაქარი და მოვხარშოთ კიდევ 10-15 წუთის განმავლობაში.
მიღებული სითხე გავაგრილოთ, ჩამოვასხათ შუშის ბოთლებში და დავტოვოთ მაცივარში.
დაახლოებით 1-2 კვირაში, შამპანური მზად არის!