მარგარიტა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კოქტეილია. გადავწყვიტეთ, მისი საშემოდგომო ვარიაცია შემოგთავაზოთ.
ინგრედიენტები:
500 მლ. ვაშლის წვენი
½ ჭიქა ტეკილა
¼ ჭიქა ლიმონის წვენი
დარიჩინი, მარილი და შაქარი - ჭიქის მოსართავად
დარიჩინის ჩხირი და ვაშლის ნაჭერი - მოსართავად
მომზადების წესი:
კარგად ათქვიფეთ ვაშლის წვენი, ლიმონის წვენი და ტეკილა. დაასველეთ ჭიქების პირი. ამოვლეთ დარიჩინის, მარილისა და შაქრის ნაზავში. მორთეთ ვაშლის ნაჭრითა და დარიჩინის ჩხირით.