Search
ან
გამომცხვარი ბრინჯის დესერტი

საუცხოო გემოს მქონე უგლუტენო დესერტი - გამომცხვარი ბრინჯი მოხარშულ კრემთან ერთად.

ინგრედიენტები:

400 მლ. ქოქოსის რძე

¼ ჭიქა წყალი

¼ +2/3 ჭიქა შაქარი

1 ჭიქა ბრინჯი

3 ჭიქა ნაღები

5 კვერცხი

1 ჩ.კ. ვანილის ექსტრაქტი

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსამდე.

აადუღეთ ქოქოსის რძე და ¼ ჭიქა შაქარი. როდესაც შაქარი გალღვება დაუმატეთ ბრინჯი, დაახურეთ თავსახური და ხარშეთ დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში.

გაათბეთ ნაღები. ათქვიფეთ კვერცხი, დარჩენილი შაქარი და ვანილი. ნელ-ნელა ჩაასხით თბილი ნაღები ათქვეფილ მასაში. თან ურიეთ. ჩაასხით მიღებული მასა მოხარშულ ბრინჯში და კარგად მოურიეთ.

გადაანაწილეთ ბრინჯი პატარა საცხობ ყალიბებში. მოათავსეთ ღრმა საცხობ ლანგარზე. ჩაასხით ლანგარში წყალი ისე, რომ ყალიბების ნახევრამდე იყოს მისული.

აცხვეთ დაახლოებით 1 საათი.

გემრიელად მიირთვით. 

ექსპერტის რჩევები