შემოდგომა საქართველოში წარმოუდგენელია რთველის გარეშე. ვაზი კი ზუსტად ის მცენარეა, რომელიც ყველაზე მეტად ასოცირდება ჩვენს ქვეყანასთან.
ყურძნის 8000-მდე ჯიში არსებობს. აღსანიშნავია, რომ ყურძენი საკმაოდ სასარგებლოა. მის შემადგენლობაში შედის კაროტინი, C, B1, B2, B9 და PP ვიტამინები. აგრეთვე პექტინს, ორგანულ მჟავებს, შაქარს, კალციუმს, მაგნიუმს, სპილენძს, ფტორს და თუთიას.
შავი ყურძენი სასარგებლოა ბრონქიტისა და ტუბერკულიოზის მკურნალობისას. აგრეთვე გულ-სისხლძარღვთა სისტემის მკურნალობისას. ყურძენი ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და ხელს უწყობს არტერიალური წნევის დარეგულირებას.
ყურძნის წვენი ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნეს სხეულიდან. აგრეთვე აუმჯობესებს ხასიათს და ტონუსში მოყავს სხეული.
100 გრამი ყურძენი შეიცავს დაახლოებით 65 კალორიას.