Search
ან
სტაფილო

სტაფილო ერთ-ერთი ყველაზე ჯადოსნური ბოსტნეულია. მისი მთავარი ძალა კი ვიტამინებისა და სასარგებლო მინერალების ერთობლიობაშია.

ჩვენი შეფები ხშირად ამზადებენ სტაფილოს კერძების, გარნირებისა თუ დესერტების სხვადასხვა ვარიაციებს, თუმცა პროდუქტი ხალხურ კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება.

100 გრამი სტაფილო შეიცავს სულ რაღაც 34 კალორიას.  აგრეთვე BC, K, PP, D, E, C,  ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, კალიუმს, რკინას, იოდს, სპილენძს, ფრუქტოზასა და კაროტინს.

კაროტინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია - ორგანიზმში მოხვედრისას იგი A ვიტამინად გარდაიქმნება.

სტაფილო აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის სისტემას. აგრეთვე სასარგებლოა გასტრიტის, ასთმის, ტუბერკულიოზის, ბრონქიტის და პნევმონიის დროს. სტაფილო ამცირებს დაღლილობას. აგრეთვე ხელს უწყობს ჯანმრთელი თმებისა და ფრჩხილების გაზრდას.

სტაფილო რეკომენდირებულია ორსულებისთვის.

გაითვალისწინეთ, რომ სტაფილოს დიდი ოდენობით მიღება იწვევს ძილიანობას.

თეგები

ექსპერტის რჩევები