Search
Or
სტაფილოს მწნილი

უგემრიელესი და მარტივი აპეტაიზერი - სტაფილოს მწნილი.

ინგრედიენტები:

3 სტაფილო

100 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო

½ ჭიქა მარილი

¼ ჭიქა დაფქული ჩილი

1 ჩ.კ. კურკუმა

1 ჭიქა ძმარი

1 ჭიქა ყავისფერი შაქარი

მომზადების წესი:

გათალეთ სტაფილო. დაჭერით გრძელ, საშუალო სისქის ნაჭრებად. შემდგომ შუაზე გაჭერით გრძელი ნაჭრები. გარეცხეთ ყვავილოვანი კომბოსტო და დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად.

მოათავსეთ შესაფერისი ზომის ჯამში. მოაყარეთ კურკუმა, ჩილი და მარილი. კარგად მოურიეთ და გადაიტანეთ მშრალ, ოდნავ დიდი ზომის ქილაში. 

გაათბეთ ძმარი, ჩაყარეთ შაქარი და გაალღვეთ. შემგომ გააგრილეთ ოთახის ტემპერატურამდე და ჩაასხით ძმრისა და შაქრის მიქსი.

კარგად მოუკარით თავი. დაახლოებით 1 კვირის მერე მწნილი მზად იქნება.

გემრიელად მიირთვით!

Expret Advices