Search
ან
ლეღვი

ლეღვი ერთ-ერთი პირველი კულტურული მცენარეა. გადმოცემის თანახმად, პირველად არაბეთის ნახევარკუნძულზე გააშენეს, შემდომ კი უკვე ეგვიპტეში, ფინიკიასა და სირიაში.

ლეღვის შემადგენლობაში არაერთი მნიშვნელოვანი მიკროელემენტი შედის: სპილენძი, რკინა, მაგნიუმი, კალციუმი, კალიუმი. ასევე A და B ვიტამინებს. ცოცხალი ლეღვი შეიცავს დაახლოებით 24% შაქარს, ჩირი კი 37%-ს.

ცოცხალი ლეღვის 100 გრამი შეიცავს 1,5 გრ. ცილებს, 0,4 გრ. ცხიმებს, 4,9 პროცენტ ნახშირორჟანგს და 74 კალორიას. ლეღვის ჩირის კალორიულობა 100 გრამზე კი 257-ს აღწევს.

ლეღვი ხელს უწყობს ღვიძლისა და კუჭის მოქმედებას. აგრეთვე ძალიან სასარგებლოა გაციებისა და ანგინის დროს. ებრძვის ჰიპერტონიას. ლეღვს აქვს უნარი გააფართოვოს სისხლძარღვები, ამიტომ რეკომენდირებულია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსაც. აგრეთვე, ხელს უწყობს თრომბების დაშლას.

გარდა ამისა, ცოცხალი ლეღვი ძალიან სასარგებლოა წონაში დაკლების მსურველთათვის. ხილი აფერხებს შაქრის ცხიმად გადაქცევის პროცესს.

და ბოლოს, ყველა სიკეთესთან ერთად, ლეღვს ბონუსად ნაბახუსევის შემსუბუქების უნარიც აქვს!

თეგები

ექსპერტის რჩევები