Search
ან
ვამზადებთ ჩვენით: მარტივი, ჯანსაღი ბურღულეულის ბატონი

გემრიელი, ნოყიერი, სასარგებლო და ნატურალური წასახემსებელი - ბურღულეულის ბატონი, რომელიც შეგიძლიათ მიირთვათ დღის განმავლობაში, ვარჯიშის და უბრალოდ წახემსების დროს - დამატებითი ენერგიის მისაღებად. რაც მთავარია ის შეგიძლიათ გაატანოთ ბავშვებს სკოლაში.

ინგრედიენტები:

შვრია - 250 გრამი

ნუში - 80 გრამი

გარჩეული მზესუმზირა - 60 გრამი

თაფლი - 160 გრამი

კარაქი - 80 გრამი

ყავისფერი შაქარი - 50 გრამი

ვანილის ექსტრაქტი - ½ ჩაის კოვზი

მარილი - ¼ ჩაის კოვზი

კენკრის ჩირი - 60 გრამი

ქიშმიში - 60 გრამი

შოკოლადი - 60 გრამი

დარიჩინი - 1/2 ჩაის კოვზი

მომზადების წესი:

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. ჩააფინეთ საცხობ ჭურჭელში პერგამენტი. მოათავსეთ შვრია, მზესუმზირა და წვრილად დაჭრილი ნუში. ოდნავ მობრაწეთ, დაახლოებით 5-7 წუთი. გადაიტანეთ მობრაწული ინგრედიენტები ჯამში. დაუმატეთ წვრილად დაჭრილი კენკრის ჩირი, დატეხილი შოკოლადი და ქიშმიში.

მოათავსეთ ტაფაში კარაქი, შაქარი, თაფლი, ვანილის ექსტრაქტი, დარიჩინი და მარილი. დაადგით დაბალ ცეცხლზე და გაუჩერებლად ურიეთ. შაქარი და კარაქი უნდა გალღვეს ბოლომდე, შემდგომ შეგიძლიათ გადმოდგათ.

ჩაასხით მიღებული მასა მშრალ ინგრედიენტებში და კარგად მოურიეთ.

მოამზადეთ სახცობი ჭურჭელი ან ოდნავ ღრმა ლანგარი. წაუსვით ცოტაოდენი კარაქი (ძალიან თხელი ფენა). გადაიტანეთ მიღებული მასა და გააბრტყელეთ. გააგრილეთ და შეინახეთ მაცივარში დაახლოებით 3-4 საათით.

შემდგომ, შეგიძლიათ დაჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად და შეფუთოთ გამოსაცხობ ქაღალდში შესანახად.

ექსპერტის რჩევები