პასტის მოყვარულების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი კერძი ლაზანიაა. გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ ამ კერძის მარტივი რეცეპტი.
გაითვალისწინეთ, ლაზანიას ფირფიტების რაოდენობა დამოკიდებულია თქვენი საცხობი ფორმის ზომაზე.
ინგრედიენტები:
საქონლის ფარში - 500 გრ.
ნიორი - 2 კბილი
ხახვი - 1 თავი
სტაფილო - 1 ცალი
მარინარას სოუსი - 4 ჭიქა
რიკოტა - 300 გრ.
მოცარელა - 250 გრ.
წყალი - ½ ჭიქა
ლაზანიას ფირფიტები - დაახლოებით 20 ცალი
ხმელი ქონდარი - ½ ჩ.კ.
ბაზილიკი - ½ ჩ.კ.
მარილი და წითელი წიწაკა გემოვნებით
ზეითუნის ზეტი ფარშის მოსათუშად
მომზადების წესი:
გაახურეთ ტაფა. დაასხით ზეითუნის ზეთი და ოდნავ მობრაწეთ დაკეპილი ნიორი. ორ წუთში დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და სტაფილო. როდესაც ხახვი დარბილდება, დაამატეთ საქონლის ფარში და მოთუშეთ. შეკმაზეთ მარილით, წითელი წიწაკით, ბაზილიკით და ქონდრით.
წაუსვით საცხობ ჭურჭელს მარინარას სოუსი, დააფინეთ ლაზანიას ფირფიტები. დაადეთ ზემოდან მოთუშული ფარში, მოაყარეთ რიკოტა. გააგრძელეთ ფენების დაფენა იგივე თანმიმდევრობით. ბოლოს, მოაყარეთ მოცარელა. საცხობ ჭურჭელში ჩაასხით ნახევარი ჭიქა წყალი. დაახურეთ ალუმინის ქაღალდის ორი ფენა და კარგად მოუკარით თავი.
გამოაცხვეთ 375 გრადუსზე 35 წუთის განმავლობაში. შემდგომ მოხადეთ ფოლგა და აცხვეთ კიდევ 10 წუთი.
გემრიელად მიირთვით!