გემრიელი პასტა წარმოუდგენელია შესაბამისი სოუსის გარეშე. ერთ-ერთი ყველაზე უნივერსალური და გემრიელი კი მარინარაა. დღეს, ზუსტად ამ სოუსის რეცეპტს შემოგთავაზებთ.
ინგრედიენტები:
პომიდვრის კონსერვი - 400 გრ.
ტომატის პასტა - 170 გრ.
დაკეპილი ნიახური - 4 ს.კ.
ნიორი - 1 კბილი
მარილი - 1 ჩ.კ.
შავი პილპილი - ¼ ჩ.კ.
ზეითუნის ზეთი - 6 ჩ.კ.
წვრილად დაჭრილი ხახვი - 1/3 ჭიქა
თეთრი ღვინო - ½ ჭიქა
მომზადების წესი:
ათქვიფეთ ბლენდერში ყველა ინგრედიენტი ღვინის, ზეითუნის ზეთისა და ხახვის გარდა.
მოთუშეთ ხახვი ზეითუნის ზეთში. დაამატეთ ტომატის მასა და თეთრი ღვინო.
ადუღეთ 30 წუთის განმავლობაში.
მიირთვით პასტასთან ერთად.