Search
ან
ღუმელში გამომცხვარი ავოკადო

ღუმელში გამომცხვარი ავოკადო ბეკონით მარტივი და გემრიელი წასახემსებელია. განსაკუთრებით უხდება სხვადასხვა საზაფხულო წვეულებებს. მოსამზადებლად დაახლოებით 15-20 წუთი დაგჭირდებათ, შედეგით კი თქვენც კმაყოფილები იქნებით და სტუმრებიც.

ინგრედიენტები:

2 ავოკადო

20-25 ნაჭერი ბეკონი

დაფქული ჩილი

მომზადების წესი:

გათალეთ და დაჭერით ავოკადო. შემოახვიეთ ბეკონი და მოაყარეთ დაფქული ჩილი. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსამდე. დააფინეთ პერგამენტი საცხობ ლანგარზე. დაალაგეთ ავოკადოსა და ბეკონის ნაჭრები. გამოაცხვეთ 12-15 წუთის განმავლობაში.

გემრიელად მიირთვით!

თეგები

ექსპერტის რჩევები