Search
Or
ქათამი ლიმონის სოუსით

შესანიშნავი კერძი ოჯახური ვახშმისათვის - ქათამი ლიმონის სოუსში.

ინგრედიენტები:

ქათმის ბარკალი - 4 ცალი

მარილი - 1 ჩ.კ.

პილპილი - ½ ჩ.კ.

ფქვილი - 1/3 ჭიქა

კარაქი - 4 ს.კ.

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.

ქათმის ბულიონი - ½ ჭიქა

ლიმონის წვენი - 1/3 ჭიქა

ლიმონი - 8 ნაჭერი

დაკეპილი ოხრახუში - ¼ ჭიქა

მომზადების წესი:

მოაყარეთ ქათამს მარილი და პილპილი. ამოავლეთ ფქვილში.

გაახურეთ დიდი ტაფა. გაალღვეთ ერთი სუფრის კოვზი კარაქი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. მობრაწეთ ქათამი ყველა მხრიდან. თუ საკმარისად დიდი ტაფა არ გაქვთ, შეგიძლიათ ნაწილ-ნაწილ შეწვათ ქათამი. გადაიტანეთ შემწვარი ქათამი სასურველ ჭურჭელში.

იგივე ტაფაში ჩაასხით ქათმის ბულიონი და ლიმონის წვენი. ურიეთ სანამ მასა ოდნავ არ შესქელდება (დაახლოებით 2-3 წუთი). დაუწიეთ ცეცხლს, დაამატეთ დარჩენილი კარაქი, ოხრახუში და ლიმონის ნაჭრები. დატოვეთ დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 3-5 წუთი.

მოასხით სოუსი ქათამს.

გემრიელად მიირთვით!

Expret Advices