Search
ან
გრილზე შემწვარი კრევეტები

ჯანსაღი და გემრიელი საზაფხულო კერძი - გრილზე შემწვარი კრევეტები.

ინგრედიენტები:

კრევეტი - 20 ცალი

პაპრიკა - 1 ჩ.კ.

დაკეპილი ნიორი - 1 ს.კ.

ლიმონის წვენი - 1 ს.კ.

ზეითუნის ზეთი - 2 ს.კ.

შავი პილპილი - ½ ს.კ.

ბაზილიკი - 1 ჩ.კ.

ყავისფერი შაქარი - 1 ს.კ.

მომზადების წესი: 

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ჯამში და კარგად გადაურიეთ. ჩადეთ სოუსში გარჩეული კრევეტი, გადააკარით გრინი და შეინახეთ მაცივარში დაახლოებით 30 წუთი.

შეწვით გრილზე ორივე მხრიდან.

მიირთვით ლიმონის წვენთან ერთად.

ექსპერტის რჩევები