Search
ან
ტალიატელე პესტოთი

უგემრიელესი საზაფხულო კერძი - ტალიატელე პესტოს სოუსით და ფეტათი.

ინგრედიენტები:

ქინძი - 1 კონა

ფიჭვის კაკალი - 6 ს.კ.

ნიორი - 1 კბილი

ლიმონის წვენი - 1 სუფრის კოვზი

ფეტა - 100 გრ.

ზეითუნის ზეთი - 50 მლ.

ტალიატელე - 350 გრ.

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

მოათავსეთ ქინძი, ნიორი, თხილი, ლიმონის წვენი და ფეტა ბლენდერში. დაიწყეთ თქვეფა და ნელ-ნელა დაამატეთ ზეითუნის ზეთი. უნდა მიიღოთ ფაფუკი, ერთგვაროვანი მასა.

მოათავსეთ ტალიატელე მდუღალე მარილიან წყალში და მოხარშეთ. შემდგომ გადაწურეთ და გადაიტანეთ სასურველ ჭურჭელში.  დაასხით ტალიატელეს პესტო და კარგად მოურიეთ.

მიირთვით ცხელი.

 

ექსპერტის რჩევები