Search
Or
ბეკონში გახვეული ქათმის მკერდი

საკმაოდ არომატული და უცნაური კერძი - ბეკონში გახვეული ქათმის მკერდი. შესაძლოა ასე, ერთი შეხედვით, სულაც არ ჩანდეს უცნაურად, თუმცა ჩილისა და შაქრის ნაზავში ამოვლებული კერძი ნამდილად პიკანტურ გემოს ტოვებს. 

ინგრედიენტები: 

3 ქათმის მკერდი 

10 ნაჭერი ბეკონი 

5 ს.კ. ყავისფერი შაქარი 

1 ს.კ. დაფქული ჩილი 

მომზადების წესი: 

დაჭერით ქათმის ფილე გრძელ, საშუალო სისქის ნაჭრებად. მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი. შემოახვიეთ ბეკონი. ამოვლეთ ჩილისა და შაქრის მიქსში. შეწვით დაბალ ცეცხლზე. 

გემრიელად მიირთვით!

Expret Advices