Search
Or
ალუბლისა და შოკოლადის მაფინები

ზაფხული, როგორც პიკნიკის სეზონი, მოითხოვს არაერთი მარტივი და გემრიელი რეცეპტის მოძიებას. იმისთვის, რომ სამზარეულოში დიდი დრო არ დახარჯოთ, გადავწყვიტეთ შემოგთავაზოთ შოკოლადისა და ალუბლის უგემრიელესი მაფინების რეცეპტი.  

 

½ ჩ.კ. მარილი

1 ჩ.კ. გამაფხვიერებელი

2 ჭიქა ფქვილი

½ ჭიქა შაქარი

¾ ჩ.კ. დაფქული დარიჩინი

1 ჭიქა ალუბალი

1 კვერცხი

1 ჭიქა რძე

¼ ჭიქა გამლღვარი კარაქი

100 გრ. შავი შოკოლადი

 

მომზადების წესი:

საშუალო ზომის ჯამში გაცერით მარილი, გამაფხვიერებელი, ფქვილი და დარიჩინი. ცალკე ჯამში ათქვიფეთ კვერცხი და შაქარი. დაუმატეთ რძე და გამლღვარი კარაქი. გააგრძელეთ თქვეფა კიდევ რამდენიმე წუთი.

ჩაასხით ათქვეფილი მასა ფქვილში. დაამატეთ გარჩეული ალუბალი და დატეხილი შოკოლადი. კარგად გადაურიეთ.

გაახურეთ ღუმელი 190 გრადუსამდე. მოამზადეთ 12 ქაღალდის ფორმა და გაავსეთ ცომით.

აცხვეთ დაახლოებით 20 წუთი.

გემრიელად მიირთვით! 

Expret Advices