Search
Or
ისპანახი

ისპანახი საკმაოდ პოპულარული მცენარეა როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. ევროპაში ჯვაროსნებმა შემოიტანეს, შემდეგ კი ამერიკაშიც გავრცელდა.

ისპანახი ფოთლოვანი კულტურაა, ამიტომ სწრაფად კარგავს ვიტამინებს და სასარგებლო ნივთიერებებს. შედეგად, რეკომენდირებულია, რომ დიდხანს არ შეინახოთ და შეძლებისდაგვარად სწრაფად გამოიყენოთ საკვებში.

აღსანიშნავია, რომ ისპანახი დიეტური პროდუქტია - 100 გრამი შეიცავს სულ რაღაც 23 კალორიას. მის შემადგენლობაში შედის: უჯრედისი, ცილები, ნახშირწყლები, ბეტა-კაროტინი, В ჯგუფის, РР, А, Н, С და Е ვიტამინები. აგრეთვე, მინერალური ნივთიერებები: სელენიუმი, სპილენძი, ფოსფორი, კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, თუთია და მანგანუმი.

შემადგენლობიდან გამომდინარე, გამოირჩევა არაერთი სასარგებლო თვისებით.

ისპანახი სასარგებლოა ორგანიზმიდან შლაკებისა და ტოქსინების გამოსადევნად; უებარი წამალია პირის ღრუს პრობლემების დროს; არეგულირებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს; ფლობს დამამშვიდებელ თვისებებს; საკმაოდ მნიშვნელოვანია ფარისებრი ჯირკვლის მუშაობისთვისაც.

ისპანახის შემადგენლობაში შემავალი A და E ვიტამინები თერმული დამუშავების დროს არ ზიანდება.

გაითვალისწინეთ, რომ უმჯობესია გამოიყენოთ ცოცხლად. 

Expret Advices