Search
ან
სალსას "დიფი"

სალსა მარტივი და გემრიელი წასახემსებელია, რომელიც იდეალურად უხდება სხვადასხვა სახის წვეულებებსა და მეგობრულ შეკრებებს.

ინგრედიენტები:

2 პომიდორი

½ კონა ქინძი

1 ს.კ.  ხახვი

1 ს.კ. ბულგარული წიწაკა

1 ჩ.კ. პაპრიკა

1 ს.კ. ლიმონის წვენი

მარილი და პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:

წვრილად დაჭერით პომიდორი, ბულგარული წიწაკა და ხახვი. დაკეპეთ ქინძი. მოათავსეთ ბოსტენული ჯამში. მოასხით ლიმონის წვენი. მოაყარეთ პაპრიკა, მარილი და პილპილი.

კარგად გადაურიეთ.

მიირთვით სიმინდის ჩიფსებთან ერთად. 

ექსპერტის რჩევები