Search
Or
ქათამი გრილზე მდოგვის საკმაზით

ზაფხულის მოსვლა გრილის სეზონის გახსნას ნიშნავს.

გვსურს შემოგთავაზოთ ძალიან გემრიელი საკმაზის რეცეპტი, რომელიც იდეალურია გრილზე შემწვარი ქათმისათვის.

ინგრედიენტები:

2,5 სუფრის კოვზი თაფლი

2 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი

2 სუფრის კოვზი დიჟონის მდოგვი

500 გრ. ქათმის ბარკლები ან მკერდი

მომზადების წესი:

მოათავსეთ საკმაზის ინგრედიენტები პატარა ჯამში და კარგად ათქვიფეთ. წაუსვით ქათამს და შეინახეთ მაცივარში დაახლოებით 1 საათით. შეწვით გრილზე ან შამფურზე.

გემრიელად მიირთვით! 

Expret Advices