Search
Or
ჯანჯაფილის ლიმონათი

ჯანჯაფილის სასარგებლო თვისებებზე არაერთხელ გვილაპარაკია. ჩვენი ერთგული მკითხველი შეამჩნევდა, რომ განსაკუთრებულად გვიყვარს ეს პროდუქტი.

ამჯერად, გადავწყვიტეთ გამაგრილებელი ლიმონათის რეცეპტი შემოგთავაზოთ.

ინგრედიენტები:

70 გრ. შაქარი

4 ლიმონი

50 გრ. ჯანჯაფილი

1.5 ლიტრი წყალი

15 გრ. პიტნა

მომზადების წესი:

გახეხეთ ჯანჯაფილი. მოათავსეთ ჭიქაში შაქარი, დაახსით ადუღებული წყალი და დაელოდეთ გალღვობას. გადაასით სიროფი პატარა ქვაბში, დაამატეთ ჯანჯაფილი და წამოადუღეთ. დაასვენეთ 10 წუთი. დაამატეთ გაწურული ლიმონი და წყალი (მთლიანად არ ჩაასხათ, გასინჯეთ სიტკბოზე). გადაასხით სასურველ ჭურწელში პიტნასთან და ყინულთან ერთად. 

Expret Advices