Search
ან
ორაგული ტერიაკის სოუსით

უგემრიელესი, სასარგებლო და დაბალკალორიული ვახშამი - ორაგული ტერიაკის სოუსით. 

ინგრედიენტები: 

4 ორაგულის ფილე 

10 გრ. ჯანჯაფილი 

2 კბილი ნიორი

3 ს.კ. სოიოს სოუსი

1 ს.კ. თაფლი 

1 ს.კ. მირინი (ბრინჯის ძმარი) 

ზეითუნის ზეთი 

მარილი და პილპილი 

მომზადების წესი:

კარგად გახეხეთ ჯანჯაფილი და ნიორი. დაუმატეთ სოიოს სოუსი, თაფლი, მირინი და ცოტაოდენი ზეითუნის ზეთი. მოაყარეთ მარილი და პილპილი. მოასხით თეფზის ფილეებს და შეინახეთ მაცივარში დაახლოებით 2 საათი. 

გაახურეთ ტაფა. დაასხით ზეითუნის ზეთი/ მოათავსეთ თევზის ფილეები კანის მხრიდან და დაიწყეთ შეწვა. მოასხით დარჩენილი სოუსი. როდესაც გადმოატრიალებთ თევზს, პატარა კოვზით დაასხით ტაფაში დარჩენილი სოუსი. 

მიირთვით ბრინჯთან ერთად. ტაფაზე დარჩენილი სოუსი მოასხით თითოეულ ფილეს. სურვილისამებრ, მოაყარეთ სეზამის მარცვლები და დაჭრილი მწვანე ხახვი. 

თეგები

ექსპერტის რჩევები