Search
Or
ახალი კარტოფილი როზმარინით

ვის არ უყვარს ხრაშუნა, არომატული, ახალი კარტოფილი? ჩვენ ძალიან გვიყვარს, ამიტომ გადავწყვიტეთ საყვარელი რეცეპტი გაგიზიაროთ. 

ინგრედიენტები: 

1 კგ. ახალი კარტოფილი 

2 თავი ხახვი 

4 კბილი ნიორი 

2 ცალი ჩერი პომიდორი 

50 მლ. ზეითუნის ზეთი 

რამდენიმე ტოტი როზმარინი 

წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით 

მაშ ასე, ვიწყებთ: 

კარგად გარეცხეთ კარტოფილი და პომიდორი. თუ კარტოფილი ცოტათი დიდია, გაჭერით იგი შუაზე. დაჭერით ხახვი ალყა-ალყა. გაარჩიეთ ნიორი. მოატავსეთ ყველა ინგრედიენტი საცხობ ჭურჭელში. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოაყარეთ სანალებლები. გამოაცხვეთ 180 გრადუსზე დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში. 

Expret Advices