Search
ან
ქათმის ბარკლები ნეკერჩხლის სიროფით

ნეკერჩხლის სიროფი ალბათ უფრო დესერტთან ასოცირდება, თუმცა, გვსურს შემოგთავაზოთ უგემრიელესი ექსპერიმენტი! 

ინგრედიენტები: 

2 ცალი ქათმის ბარკალი 

2 ს.კ. ნეკერჩხლის სიროფი 

1 ს.კ. მარცვლოვანი მდოგვი 

1 ს.კ. ზეითუნის ზეთი 

3 კბილი ნიორი 

რამდენიმე ტოტი ბეგქონდარა 

მომზადების წესი: 

გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. შეურიეთ ერთმანეტს ზეითუნის ზეთი, ნეკერჩხლის სიროფი, დაკეპილი ნიორი და მდოგვი. მოაყარეთ ქათმის ბარკლებს ცოტაოდენი მარილი, შემდგომ კი წაუსვით საკმაზი. მოათავსეთ საცხობ ჭურჭელში, მოასხით დარჩენილი საკმაზი, მოაყარეთ ბეგქონდარა და გამოაცხვეთ დაახლოებით 45 წუთის განმავლობაში.