Search
ან
ავოკადო

ავოკადო სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება საქართველოში, ამის მიზეზი კი მისი ჯადოსნური თვისებებია. მას „სიცოცხლის ხილსაც“ კი უწოდებენ ზოგ ქვეყანაში.

აღსანიშნავია, რომ ავოკადო არის დიეტური პროდუქტი, რომელიც ადვილად დაგანაყრებთ და არავითარ შემთხვევაში არ გაგასუქებთ. პროდუქტის 100 გრამი შეიცავს დაახლოებით 160 კალორიას. მას აქვს ხორცსა და თევზზე უფრო მაღალი კვებითი ღირებულება. გარდა ამისა, იგი თითქმის არ შეიცავს შაქარს, ამიტომ რეკომენდირებულია დიაბეტით დაავადებულთათვის.

ავოკადო სასარგებლოა სახის კანისთვის და თმისთვის. იგი შეიცავს  A, E, D, C, B1, B2, K, PP ვიტამინებს. აგრეთვე ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, რკინას, კალციუმს და ა.შ.

ავოკადო სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. იგი არეგულირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში.

ავოკადო ენერგიის ძალიან კარგი წყაროა, B ვიტამინი კი სასარგებლოა ტვინისთვის. 

 

თეგები

ექსპერტის რჩევები