უგემრიელესი კრევეტების პასტა მთელი ოჯახისთვის!
ინგრედიენტები:
500 გრ. სპაგეტი ან ტალიატელე
2 ს.კ. ზეითუნის ზეთი
500 გრ. კრევეტები
4 კბილი ნიორი
1 ლიმონის წვენი
5 ს.კ. კარაქი
15 გრ. ოხრახუში
½ ჭიქა თეთრი ღვინო
წითელი წიწაკა და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:
დაასხით ტაფაზე ზეითუნის ზეთი და შეწვით კრევეტები, 3 წუთი საკმარისია. გადმოიღეთ კრევეტები და ჩაყარეთ იგივე ტაფაში დაკეპილი ნიორი და წითელი წიწაკა, შემდგომ დაასხით ღვინო და ლიმონის წვენი, გააჩერეთ დაახლოებით 3 წუთი. დაამატეთ კარაქი, ჩაყარეთ მოხარშული პასტა და კრევეტები. კარგად ამოურიეთ და მოაყარეთ დაკეპილი ოხრახუში.